Wednesday, January 23, 2013

პესტიციდები-გარემოს დამაბინძურებლები?


პესტიციდები ეწოდება ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთაც გააჩნიათ ტოქსიკური თვისებები ამა თუ იმ ცოცხალი ორგანიზმის მიმართ ბაქტერიებიდან და სოკოებიდან დაწყებული, მცენარეებითა და მავნე თბილსისხლიანი ცხოველებით დამთავრებული. ადრე გამოყენებული არაორგანული წარმოშობის პესტიციდები დღეისთვის მთლიანად შეცვლილია უფრო ეფექტური სინთეზური ორგანული ნაერთებით. ბოლო წლებში წარმოებულ იქნა 10000-ზე მეტი კატეგორიის სხვადასხვა პესტიციდი: ინსექტიციდები, ჰერბიციდები, ფუნგიციდები.
ქიმიური შედგენილობის მიხედვით პესტიციდები კლასიფიცირებულია როგორც ნახშირწყალბადების ქლორწარმოებული, ფოსფორორგანული ნაერთები, კარბანტების და ქლორფენოქსი მჟავების საფუძველზე სინთეზირებული პესტიციდები.
პესტიციდებით გამოწვეული საშიშროება მდგომარეობს იმაში რომ, იგი გროვდება როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წარმოშობის საკვებ პროდუქტებში. ეს უმეტესად დამახასიათებელია ე.წ მდგრადი პესტიციდებისათვის, როლებიც არ კარგავენ თავის აქტიურობას ორი და მეტი წლის განმავლობაში, ასეთ მდგრად პესტიციდებს მიეკუთვნებათ ნახშირწყალბადების ქლორწარმოებულები. 
კერძოდ, ბოლო წლებამდე ხშირად გამოყენებული 1,1,1 ტრიქლორ-2,2- ბის ეთანი – ცნობილია დდტ-ს სახელწოდებით, ამ პრეპარატის გამოყენება 1970 წლიდან ბევრ ქვეყანაში აიკრძალა ან შეიზღუდა. ითვლება, რომ იგი იხსნება ცხიმოვან გარსში, რომელიც გარშემორტყმულია ცოცხალი ორგანიზმის ნერვიული ბოჭკოებით და ხელს უწყობს იონების გადატანას ბოჭკოებში და მათგან.
ეს პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია ნერვიული იმპულსების გადატანისათვის. იონების მოძრაობის დარღვევა იწვევს ადამიანში კუნჩხვებს და კონვულსიებს, რაც ხშირად მთავრდება სიკვდილით. პესტიციდები სხვადასხვა გზებით გვხვდება წყალსატევებში- გამავალი ყინულისა და მიწისქვეშა წყლების საშუალებით, აგრეთვე, წყალსატევების ჰერბიციდების დამუშავებისას სხვადასხვა მწერების, მატლებისა და სარეველა ბალახების განადგურების მიზნით. წყალში ამ პრეპარატის შეტანით მიმდინარეობს მათი ინტერსიული დაგროვება პლაქტონში, რაც წყლის წვრილი ორგანიზმების საარსებო წყაროა.ამ შხამქიმიკატების შემდგომი გადასვლა ხდება თევზისა და წყლის ფრინველის ხორცში.
ყველაფერ ამას საბოლოოდ მივყავართ წყალსატევების მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების ცხოველური სამყაროს განადგურებამდე.
ასე მაგალითად, ნიდერლანდებში განადგურებულია ზღვის მერცხლების ერთ-ერთი სახეობა.სხვა მოცურავი ფრინველებიც გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან.
გვანცა ხუციშვილი .
ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებები და მიკროელემენტები

ეს ნივთიერებები მიეკუთვნება წყლის დამბინძურებლების ჯგუფს .
ზედაპირულ -აქტიურ ნივთიერებებში იგულისხმება სარეცხი საშუალებების შემადგენლობაში შემავალი პროდუქტი.
წარმოების მიერ გადმომუშავებულ სარეცხ საშუალებებში შედის ზედაპირულ-აქტიური აგენტები და რამდენიმე შემაკავშირებელი კომპონენტი. 
შემაკავშირებელ კომპონენტებად, ჩვეულებრივ, გამოიყენება პოლიფოსფატური ნაერთები, კერძოდ,მათი ნაერევები ნატრიუმის ტრი პოლიფოსფატთან Na -5p3O10 ამ ნაერთში აქტიური აგენტია p3o10-5 იონი, რომლის დანიშნულებაცაა წყალში მარილების სახით არსებული კალციუმისა და მაგნიუმის კატიონებთან, აგრეთვე, ქსოვილის მყარ დაბინძურებასთან ურთიერთქმედება.სარეცხი საშუალებების ფოსატური კომპონენტები, თავის მხრივ, ადამიანისა და ცხოველისათვის საშიშროებას არ ქმნიან, მაგრამ ისინი საკვბს წარმოადგენენ მცნარეებისათვის და შეუძლიათ გამოიწვიონ მათი ინტენსიური ზრდა და ამით სერიოზულ პრობლემებს წამოჭრიან.პირველ რიგში, ეს არის ევროფიკაციის პრობლემა. ადგილი აქვს მოლურჯო-მომწვანო წყალმცენარეების კატასტროფულად განვითარებას, ლიფსიტა, რადგან წყალმცენარეები წყლიდან იღებენ ჟანგბადს.გახრწნისა და ფსკერზე ჩაშვებისას ისინი გამოყოფენ სხვადასხვა ტოქსინებს, რომლებიც ერთნაირად სახიფათოა როგორც თევზებისთვის, ასევე ადამიანებისათვის.
თვით ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებები ასევე აბინძურებენ წყალსატევებს, წარმოქმნიან ქაფის დიდ ქუდებს, რაც ნარჩუნდება და არ იშლება დიდი ხნის განმავლობაში.
გარემოს დაბინძურების განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს მიკროელემენტები.პერიოდული სისტემის 80-მდე ელემენტს რომელთა შემადგენლობა ელემენტების საერთო მასის 0,14 %-ს არ აღემატება,მიკრო ელემენტები ეწოდებათ.ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარეთა და ცხოველების კვებაში.ამასთან, თუ მათი შემადგენლობა საკვებ პროდუქციაში გარკვეულ ზღვარზე მეტია, იგი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის სიცოცხლეზე. ამ მიკროელემენტების უფრო ეპექტური დაგროვება ხდება ზღვაში. მათ შორის განსაკუთრებული ტოქსიკურობით გამოირჩევა მეტად საშიში: ვერცხლის წყალი და კადმიუმი , რომელთათვის დამახასიათებელია ზღვის სივრცის დაბინძურება . 
ვერცხლისწყალი . წყალქვეშა ვულკანებმა და ადამიანის გაუფრთხილებელმა ქმედებამ, იქამდე მიგვიყვანა, რომ დღესდღეობით მსოფლიო ოკიანეში 50 მლნ. ტონამდე ვერცხლისწყალია დაგროვილი. მისი ბუნებრივი გატანა ოკიანეში დაახლოებით 5000ტ\წელიწადში ხდებოდა ეროზიის გზით, ხოლო კიდევ 5000ტ\წელიწადში ადამიანის ქმედების შედეგია . თავიდან ვერცხლისწყალი ოკიანეში Hg++ იონის სახით აღწევს, ორგანულ ნივთიერებებთან ურთიერთქმედების შემდეგ ანაერობული ორგანიზმების მეშვეობით იგი გადადის ტოქსიკურ მეთილვერცხლისწყალში(CH3HG) + და დიმეთილვერცხლისწყალში (CH3-HG-CH3). დიმეთილ ვერცხლისწაყალი სტაბულურია pH-ის მაღალი მნიშვნელობების დროსაც, მაგრამ მკვეთრად დისოცირდება (CH3HG )+ PH-ის დაბალი მნიშვნელობისას. ასეთივე პირობები შესაძლებელია არსებობდეს მდინარეებისა და ტბების ფსკერთან ლამის ფენებში. მეთილვერცხლისწყალი კარგად იხსნება. 
და იგი სწრაფად ხვდება წყალში მცხოვრებ ორგანიზმებში და საბოლოოდ აღწევს ადამინის ორგანიზმში. 

ვერცხლისწაყალით გაჯერებული ჩამდნინარე წყლების გადინების შედეგად ქალაქ მინამატში განლაგებული ქიმიური კომბინატისგან მოიწამლა სანაპირო წყლები და მისი ბინადარი თევზები. ვინაიდან იმ ქალაქის მოსახლეობის ძირითად საკვებს თევზი წარმოადგენს, ამიტომ 1972_1973 წლებში მოხდა ამ რაიონის მცხოვრებთა მასობრივი მოწამვლა, რასც მოჰყვა მოსახლეობის ფიქსოპარალიზებული დაავადება და სიკვდილიანობა. 
მინამატა იაპონიაში ნამდვილ სამრეწველო ხიროსიმად იქცა, ხოლო ტერმინი ,,მინამატას დაავადება” ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, რაც სამრეწველო ნარჩენებით ადამინის მოწამვლას ნიშნავს. 
კადმიუმი. კადმიუმის მოხვედრა წყლის აუზში ხდება ნაწილობრივ მისი გალვანურ პროცესებში გამოყენების შედეგად. 
წყლების დაბინძურების შედეგს წარმოადგენს ამ ელემენტის შეღწევა ზღვის ბიოსფეროში, განსაკუთრებით მოლუსკებში, რომლებსაც კადმიუმით გამდიდრების რამდენიმე რიგით მეტი უნარი გააჩნიათ, ვიდრე ზღვის წყალში მათი შემადგენლობა. კადმიუმით ქრონიკული მოწამვლისას ადგილი აქვს ადამინის თირკმელებში ქვების წარმოქმნას. 
იაპონიაში გამოვლენილი იქნა კადმიუმით გამოწვეული სპეციფიკური დაავადება. 
წლების განმავლობაში სამთო გამამდიდრებელი კომბინანტი ,, მიცუნ”- ის კომპანიიის მიერ გამოყენებულ წყლებში კადმიუმის შემცვლელი წარმოების ნარჩენები ჩაედინებოდა მდინარე ძინცუში, რომლის კალაპოტი ბრინჯის მინდვრების ზევით იმყოფებოდა. ყოველ გაზაფხულზე მდინარე ჯებირს არღვევდა და ტბორავდა მინდვრებს, კადმიუმი კი შთაინთქმებოდა ბრინჯით, შემდეგ კი ხვდებოდა ადამიანის ორგანიზმში. დარღვევა ძირითადად ვლინდებოდა თირკმლის დაავადებებსა და ძვლების დარბილებაში. კადმიუმი გროვდებოდა ამ ორგანოებში. 1972 წლის მარტის ბოლოს რეგისტრირებულ იქნა 123 ავადმყოფი, რომელთაგან 34 გარდაიცვალა. ავადმყოფობას ეწოდა იტაი-იტაი (იაპონურად ნიშნავს- მტკივა). ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია მთელი სხეულის გაუსაძლისი ტკივილი.
დამბინძურებლების ამ მრისხანე ორეულს შესაძლებელია დაუმატოთ ტყვიაც, მაგრამ მისთვის დამახასიათებელია უფრო ატმოსფეროსა და ნიადაგის დაბინძურება. ჯამში ეს ,, დიდი სამეული”, დიდი პოტენციური საშიშროებაა ადამინისა და გარემოსათვის. 
ამრიგად, დაბინძურების საქმე მოახლოებულია და დღის წესრიგშია ჰამლეტისეული მარადი ფრაზა ,,ყოფნა არყოფნა”, და ბოლოს შესაძლოა დადგეს დღე, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წყლის პრობლებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილის, საიბა კაულის (სირია) გამოთქმა: ,,წყლის წვეთი, ნავთობის წვეთზე ძვირი იქნება”- გამართლდეს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია გაიწმინდოს ყველაფერი, მაგრამ ხომ სჯობს, არ დაბინძურდეს ?

წყარო: http://lemill.net

No comments:

Post a Comment