ნიტრატები
ნიტრატები აზოტმჟავას მარილებია. მათ უხვად შეიცავს ნიადაგი და წყალი, რომელსაც მცენარე ფესვების საშუალებით იწოვს და საკუთარი ორგანული ნაერთების "ასაშენებლად" იყენებს, ასე რომ, ნიტრატები მცენარეში ყოველთვის არის. როდესაც მოსავლის სწრაფად აღება სურთ, ნიადაგში დამატებით შეჰყავთ მრავალნაირი სასუქი, მათ შორის - აზოტოვნებიც. სწორედ ამ გზით გროვდებიან ისინი მცენარეში.
ჩვეულებრივ, ნიტრატები ტოქსიკური არ არის და ორგანიზმიდან ადვილად გამოიყოფა, მაგრამ განსაზღვრულ პირობებში, როცა მცენარეში მათი შემცველობა დასაშვებ დონეს აჭარბებს, ისინი ჯანმრთელობისთვის საშიშ ნიტრიტებად ტრანსფორმირდება. უპირველეს ყოვლისა, მოქმედებს სისხლზე - ჰემოგლობინს გარდაქმნის მეთჰემოგლობინად, რომელსაც ჟანგბადის გადატანა არ შეუძლია. შედეგად ქსოვილებში იწყება ჟანგბადოვანი შიმშილი. განსაკუთრებით მავნებელია ნიტრატები ბავშვებისა და მომავალი დედებისთვის - მათი ორგანიზმი ხომ გაცილებით მეტ ჟანგბადს მოითხოვს. ორგანიზმზე ნიტრატების მავნე ზემოქმედება განსაკუთრებით ძლიერია საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის დროს. ყველაზე ნაკლები ნიტრატი ნაყოფშია (ასე რომ, ხილი და კენკრა ამ მხრივ ნაკლებად საშიში გახლავთ), ყველაზე მეტი კი ბოსტნეულსა და მწვანილში. რეკორდსმენები არიან: ახალი კომბოსტო - 900 მკ/კგ, ბოლოკი - 1400 მგ/კგ, მწვანილი - 2000-3000 მგ/კგ და ეს მაშინ, როდესაც ნიტრატების დასაშვები დოზა 1 კგ-ზე 5 მგ-ია, ანუ 70 კგ წონის ადამიანმა დღეში დაახლოებით 350 მილიგრამი უნდა მიიღოს. ნიტრატების საშუალო დღიური დოზის მიღება შეიძლება 1 კგ კარტოფილით - აქ მათი ოდენობა 250 მგ-ს არ აღემატება.
რჩევა
ეცადეთ, საშუალო ზომის ხილ-ბოსტნეული შეიძინოთ. პროდუქტებში, რომლებიც სიდიდით ჭრის თვალს, განსაკუთრებით - სეზონის დაწყებისას, ნიტრატები ყოველთვის ბევრია.
პესტიციდები
პესტიციდები ქიმიური ნაერთებია, რომლებითაც ამუშავებენ მცენარეებს მწერების, მღრღნელებისა და სარეველა ბალახებისგან დასაცავად. სადღეისოდ პესტიციდების მრავალი ნაირსახეობაა ცნობილი. მათი ნაწილი გულის, ღვიძლის, თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკულ დაავადებებს იწვევს, ავთვისებიან წარმონაქმნებსაც კი აჩენს. XX საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს პესტიციდები, რომლებსაც ადამიანის გენომის შეცვლაც კი შეუძლიათ. მთავარი საფრთხე, რასაც პესტიციდები გვიქადის, ის არის, რომ თუნდაც მათი გამოყენება შევწყვიტოთ, ისინი ათეულობით წლის განმავლობაში რჩებიან ნიადაგში და ამ ნიადაგზე გაზრდილ მცენარეში მაინც ხვდებიან და გროვდებიან. პესტიციდები ყველაზე მეტია ციტრუსებში, შემდეგ - ვაშლში, ტყის კენკრასა და ყურძენში, მსხალში, კარტოფილში, ხახვსა და მწვანილში.
რჩევა
No comments:
Post a Comment