მცენარეებისაგან მიღებული პრეპარატები, როგორც წესი, კონტაქტური მოქმედებისაა (ანადგურებს მავნებლებს უშუალოდ მათზე მოხვედრისას). ისინი სინათლეზე სწრაფად კარგავენ ტოქსიკურობას და არ ახასიათებთ ნარჩენი მოქმედება.
მცენარეული პესტიციდები იმითაც არის სახარბიელო რომ იაფია ,მათი დამზადება საკმაოდ იოლია და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მათი დამზადება და გამოყენება ამასთან .
პრეპარატის დასამზადებლად მცენარეების შეგროვება ხდება მშრალ ამინდში( დაავადებული ფოთლების და ღეროების გამოყენება არ შეიძლება). მცენარეებს აშრობენ ჩრდილში, გადახურულ ადგილას, თხელ ფენად დაწყობილს ან ჩამოკიდებულს. რაც უფრო სწრაფად გახმება მცენარე, მით უკეთესად შეინარჩუნებს ტოქსიკურობას.
ნაყენებითა და ნახარშებით მცენარეების დამუშავება ხდება არა უგვიანეს 15 დღისა მოსავლის აღებამდე (ჟოლოს და მარწყვის შესხურება შეიძლება მხოლოდ ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ)
No comments:
Post a Comment